суббота, 5 декабря 2009 г.
ფესვები
პროექტის სახელი:ფესვები
პროექტის მოკლე აღწერა:საქართველოს სხვადასხვა კუთხეში ვიკვლევთ ტრადიციებს,ვარკვევთ რა არის მასში ღირებული, რაც ერის ცნობიერებაში ფასეულობად ყალიბდება.
პროექტის სრული აღწერა:ვეცნობით ლიტერატურას სხვადასხვა კუთხის ტრადიციების შესახებ.ვეძებთ ფოტო-ვიდეო მასალას ვებ-გვერდებზე შესაბამისი შინაარსით.ვაწყობთ ექსკურსიას რომელიმე მხარეში. ვქმნით ჩანაწერებს, ფოტო-ვიდეო მასალას. შეგროვებულ მასალას ვახარისხებთ და ვეძებთ, რა არის მასში განსაკუთრებით თავისთავადი, ეროვნული, აქედან რა ჩამოყალიბდა ერის ცნობიერებაში ფასეულობად.
მონაწილეთა ასაკი:16-17წ.
ვადები/ხანგრძლივობა:15-20 დღე.
პროექტის შესაძლო აქტივობები კლასში:კვლევის პროცესში მოსწავლეები დეტალურად ეცნობიან ტრადიციებს,აცნობიერებენ რამდენად მოსწონთ ან არ მოსწონთ, ეცნობიან ეთნიკურ, ფოლკლორულ ლიტერატურას, ქმნიან ფოტო-ვიდეო მასალას, ბუკლეტებს, ახარისხებენ მასალას,აწყობენ პრეზენტაციას.
მოსალოდნელი შედეგები/პროდუქტები, რაც შეიძლება, შეიქმნას:გაეცნობიან ქართულ ტრადიციებს დეტალურად და გააცნობენ სხვებს ბუკლეტების, აუდიო -ვიდეო -ფოტო მასალის სახით.
სარგებელი სხვებისთვის:ტრადიციებთან დაკავშირებით მიიღებენ მეტ ინფორმაციას.
სამუშაო ენა:ქართული
საგნებთან/საგნობრივ ჯგუფებთან/ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი:პროექტი აკავშირებს ქართულ ენასა და ლიტერატურას ისტორიასთან , გეოგრაფიასთან,უცხო ენასთან.
პროექტის ფასილიტატორი:მანანა ყაჭეიშვილი
ფასილიტატორის ელ.ფოსტა:manana.kacheishvili@gmail.com
პროექტის ვებ-გვერდი:www.manana-kacheishvili.blogspot.com
Подписаться на:
Сообщения (Atom)